შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში, რადიონავიგაციის სამსახურში, ინჟინერ/ტექნიკოსის თანამდებობაზე სამუშაოდ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (საავიაციო განხრით);
- სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და სამუშაოში წვრილმანი დეტალების შემჩნევის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე სულ შეირჩევა 2 კანდიდატი.
შპს "საქაერონავიგაცია" შერჩეულ კანდიდატს უზრუნველყოფს საჭირო სპეციალური ტრენინგებით.
რადიონავიგაციის სამსახურის ინჟინერ/ტექნიკოსი მუშაობს 24/7; შესაბამისად, წარმატებულ კანდიდატს უნდა შეეძლოს ცვლაში ღამით და გამოსასვლელ/სადღესასწაულო დღეებში მუშაობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და ფოტო ელ.ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რადიონავიგაციის სამსახურის ინჟინერ/ტექნიკოსი". წინააღმდეგ შემთხვევაში, CV არ განიხილება.