შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში კომუნიკაციის სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე სამუშაოდ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (კავშირგაბმულობის ან რადიოტექნიკის სპეციალობით);
- სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და სამუშაოში წვრილმანი დეტალების შემჩნევის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე სულ შეირჩევა 4 კანდიდატი.
შპს "საქაერონავიგაცია" შერჩეულ კანდიდატებს უზრუნველყოფს საჭირო სპეციალური ტრეინინგებით.
კომუნიკაციის სამსახურში სპეციალისტი მუშაობს 24/7; შესაბამისად, წარმატებულ კანდიდატს უნდა შეეძლოს ცვლაში ღამით და გამოსასვლელ/სადღესასწაულო დღეებში მუშაობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და ფოტო ელ.ფოსტის მისამართზე: 2012 წლის 1 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტი". წინააღმდეგ შემთხვევაში, CV არ განიხილება.