შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს ვაკანსიას ქ. ქუთაისში, ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში, ინჟინერ-ტექნიკოსის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერის სრულფასოვანი ცოდნა სავალდებულოა;
- სამუშაო გამოცდილება ტექნიკური განხრით - არანაკლებ 3 წლისა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა, გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და სამუშაოში წვრილმანი დეტალების შემჩნევის უნარი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე სულ შეირჩევა 4 კანდიდატი.
ავტომატიზირებული მართვის სისტემების სამსახურში ინჟინერ/ტექნიკოსი მუშაობს 24/7; შესაბამისად, წარმატებულ კანდიდატს უნდა შეეძლოს ცვლაში ღამით და გამოსასვლელ/სადღესასწაულო დღეებში მუშაობა.
შპს "საქაერონავიგაცია" შერჩეულ კანდიდატს უზრუნველყოფს საჭირო სპეციალური ტრენინგებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და ფოტო ელ.ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ავტომატიზირებული მართვის სისტემების ინჟინერ/ტექნიკოსი". წინააღმდეგ შემთხვევაში, CV არ განიხილება.