საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  გუდვილი  DMG WEST LINES  შპს.   შირნჰოფერი  ქეა 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE საგანმანათლებლო ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   საქართველოს უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინგლისური ენის სახლი  One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი  Oxford House 
   ვაკანსია:

საზოგადოებრივი მისაღების მენეჯერი

   კომპანია:

სასჯელაღსრულების სამინისტრო

   განთავსებულია:  15 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  25 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@mcla.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სამთავრობო/სამინისტრო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ახორციელებს კანდიდატების შერჩევას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის #8 დაწესებულებაში, საზოგადოებრივი მისაღების მენეჯერის პოზიციაზე.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, ყველა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ქმნის საზოგადოებრივ მისაღებს. ეს არის სერვისზე ორიენტირებული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი მისაღების მენეჯერის ფუნქცია იქნება:
-პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მისული მოქალაქისათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში.
-საზოგადოებრივ მისაღებში პროცედურულად და ტექნიკურად გამართული, მარტივი და შეუფერხებელი მომსახურების შექმნის/განვითარების უზრუნველყოფა;
-ადამიანური რესურსების განვითარებისა და წახალისების მონიტორინგი;
-საზოგადოებრივ მისაღებისთვის ახალი პარტნიორების მოზიდვის კონცეფციის შემუშავება და განახლება;
-საზოგადოებრივი მისაღების საჯარო სერვისების მრავალფეროვნების და ამ სერვისების დახვეწის უზრუნველყოფა;
-პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებების მენეჯერებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია.

ეს არის საზოგადოებაზე ორიენტირებული რეფორმა, რადგან შესაძლებელი იქნება კონსულტაციის გაწევა დისტანციურადაც, რაც დაინტერესებულ პირს მოუხსნის მგზავრობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს. საზოგადოებრივი მისაღების მენეჯერი უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ ამომწურავი ინფორმაცია მისცეს დაინტერესებულ პირს.

კანდიდატთა შერჩევის ფორმა:

კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად:

I - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
II - გასაუბრება;
III - მომზადება (ტრენინგი) და ტესტირება.

გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ გადამზადების კურსს (ტრენინგს), რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ წარმატებული კანდიდატი დაინიშნება საზოგადოებრივი მისაღების მენეჯერის თანამდებობაზე.

კვალიფიკაცია:
-უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭებათ სამართალმცოდნეებს);
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: მენეჯერად ან მმართველ რგოლში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა იყოს:

-კომუნიკაბელური
-გაწონასწორებული
-თავაზიანი
-პუნქტუალური.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
-გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების ინიცირების უნარი;
-ადამიანების მოტივირების, გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
-ადაპტაციისა და ცვლილებებზე სათანადო რეაგირების უნარი.

თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია;
-პატიმრობის კოდექსი;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
-საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ";
-საქართველოს კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ";
-"საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის #8 დადგენილება;
- "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის #156 ბრძანება.
- "პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2011 წლის 30 მაისის #97 ბრძანება.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადში მითითებულ სამინისტროს მისამართზე ან ელექტრონული ფორმით უნდა გამოაგზავნონ:
-CV ციფრული ფოტოსურათით;
-დიპლომის დასკანერებული ასლი;
- სერთიფიკატის/მოწმობის დასკანერებული ასლი;
-სხვა კვალიფიკაციის და ტრენინგების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების დასკანერებული ასლები;
-პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი.

საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 42, ან ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mcla.gov.ge 2012 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება ელექტრონული წერილის სათაურის ველში - "Manager".

ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.mcla.gov.ge და ასევე ვებ-გვერდზე: http://www.hr.gov.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 312745.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige