საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ახორციელებს კანდიდატების შერჩევას პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საზოგადოებრივი კონსულტანტის პოზიციაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, პენიტენციური სისტემის რეფორმის ფარგლებში, ყველა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ქმნის საზოგადოებრივ მისაღებს.
ეს არის სერვისზე ორიენტირებული რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი კონსულტანტის ფუნქცია იქნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მისული მოქალაქისათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში.
ეს არის საზოგადოებაზე ორიენტირებული რეფორმა, რადგან შესაძლებელი იქნება კონსულტაციის გაწევა დისტანციურადაც, რაც დაინტერესებულ პირს მოუხსნის მგზავრობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.
საზოგადოებრივი კონსულტანტი უნდა იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ ამომწურავი ინფორმაცია მისცეს დაინტერესებულ პირს.
კანდიდატთა შერჩევის ფორმა:
კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად:
I - წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;
II - გასაუბრება;
III - მომზადება (ტრენინგი) და ტესტირება.
გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან სპეციალურ გადამზადების კურსს (ტრენინგს), რომლის წარმატებით დასრულების შემდგომ ისინი დაინიშნებიან საზოგადოებრივი კონსულტანტის თანამდებობაზე.
კვალიფიკაცია:
-უმაღლესი განათლება (პრიორიტეტი მიენიჭებათ სამართალმცოდნეებს);
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა იყოს:
-კომუნიკაბელური
-გაწონასწორებული
-თავაზიანი
-პუნქტუალური.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია;
-პატიმრობის კოდექსი;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
-საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ";
-საქართველოს კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ";
- "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის #8 დადგენილება;
-"საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის #156 ბრძანება.
-"პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულებების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2011 წლის 30 მაისის #97 ბრძანება.
დაინტერესებულმა პირებმა განაცხადში მითითებულ სამინისტროს მისამართზე ან ელექტრონული ფორმით უნდა გამოაგზავნონ:
-CV ციფრული ფოტოსურათით;
-დიპლომის დასკანერებული ასლი;
-სერთიფიკატის/მოწმობის დასკანერებული ასლი;
-სხვა კვალიფიკაციის და ტრენინგების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტების დასკანერებული ასლები;
-პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი.
დოკუმენტების წარმოდგენისას კანდიდატი მიუთითებს მისთვის სასურველ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
საბუთების მიღება წარმოებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 42, ან ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება ელექტრონული წერილის სათაურის ველში - "Consultant".
ვაკანსიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: და ასევე ვებ-გვერდზე: ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 312745.