საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობებზე
სამუშაოს აღწერა:
დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ზედამხედველობის ქვეშ, თანამშრომელი ახორციელებს:
- საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის ანგარიშების მომზადებას;
- ურთიერთობების წარმოებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან;
- საქმიანობას, რომელიც ემსახურება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ხელშეწყობას;
- სამართლებრივი ხასიათის წერილების (კორესპონდენციის) შესწავლასა და შესაბამისი პასუხების მომზადებას;
- სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლურ უზრუნველყოფას;
- შემხვედრი საჭიროებიდან გამომდინარე, სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს;
- შეხვედრების ოქმების მომზადებას.
საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ან/და იურიდიული განათლება (მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, როგორც სამეტყველო, ისე წერითი.
- საბაზისო საოფისე-კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- საქართველოს შიდა კანონმდებლობის ცოდნა (ძირითადი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი: საქართველოს კონსტიტუცია, ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონი);
- საერთაშორისო სამართლის სისტემისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა.
აგრეთვე სასურველია საერთაშორისო სამართლებრივ მონაცემთა ბაზების ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება.
იდეალური კანდიდატი აგრეთვე უნდა ამჟღავნებდეს:
- პროფესიონალიზმსა და კოლეგიალურობას (კვალიფიციურად ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობებს; იყოს მოტივირებული მუდმივი პროფესიული განვითარებისა და ზრდისთვის; კარგად ითვისებდეს სიახლეს; იყოს დეტალებზე ორიენტირებული, მოწესრიგებული და პუნქტუალური; ამჟღავნებდეს მდგრადობას; რთული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობისას რჩებოდეს მშვიდი და გაწონასწორებული; გაგებით ეკიდებოდეს სხვა თანამშრომლების სამუშაოსთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საჭიროებებსა და პრობლემებს)
- კომუნიკაბელურობას (წერის, მეტყველებისა და მოსმენის დახვეწილი უნარი; სამეტყველო ტონის, ლექსიკისა და ზოგადი საურთიერთობო მიდგომის სიტუაციური ადაპტირების უნარი)
- გუნდურად და სხარტად მუშაობის უნარს (საერთო მიზნის მიღწევისათვის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობა; გუნდური მიზნების პირად მიზნებზე წინ დაყენება; კონსენსუსის და საკუთარი ცოდნის კოლეგებთან გაზიარების უნარი)
- პასუხისმგებლობის გრძნობას (დავალების შესრულება მითითებულ დროულ ლიმიტებში; დაშვებული შეცდომის და/ან უზუსტობის დროულად შეტყობინება)
- კრეატიულობას (ახალი იდეების თანმდევი რისკ ფაქტორების გათვალისწინებით წარმოდგენის უნარი; დადგენილი სამუშაო წესრიგის პატივისცემა სტერეოტიპებისაგან თავისუფლების პირობებში)
- დიპლომატიური თვისებებს.
პირველ ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
სავალდებულო:
- ავტობიოგრაფია (CV)
- სამოტივაციო წერილი (Cover Letter) ინგლისურ ენაზე
- პირადობის მოწმობის ასლი
- დიპლომის ასლი (დანართის ასლით).
არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე წარმოადგინოთ:
- სამართლის სფეროში გავლილი მოკლე კურსების სერტიფიკატების ასლები
- უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატების ასლები.
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. თავდაპირველად კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა.
გთხოვთ, 2011 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: ან ხელზე ჩააბაროთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომელს (ტელ: 577 109510), შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 42.