საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  DMG WEST LINES  ბანკი რესპუბლიკა  ქეა  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  
თეგეტა მოტორსი  შპს.   ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
One World   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ბიდისი აკადემია  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ინგლისური ენის სახლი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   
აიელსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  
   ვაკანსია:

თანამშრომელი საპროტოკოლო საკითხებში

   კომპანია:

სასჯელაღსრულების სამინისტრო

   განთავსებულია:  30 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  16 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  int.relations@mcla.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საპროტოკოლო საკითხებში თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ზედამხედველობის ქვეშ, თანამშრომელი ახორციელებს:

- მინისტრის საქმიანობის პროტოკოლურ უზრუნველყოფას;
- სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციათა ვიზიტების მომზადება-გამართვას;
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრისა და მისი მოადგილეების საზღვარგარეთის ქვეყნებში ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას;
- საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან მუშაობის პროტოკოლურ უზრუნველყოფას;
- მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს;
- შეხვედრების ოქმების მომზადებას.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

- უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ან/და იურიდიული განათლება (მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი)
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (როგორც სამეტყველო, ისე წერითი)
- საბაზისო საოფისე-კომპიტერული პროგრამების ცოდნა
- საქართველოს შიდა კანონმდებლობის ცოდნა (ძირითადი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი: საქართველოს კონსტიტუცია, ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონი საკონსულო დაწესებულებათა შესახებ)
- საერთაშორისო სამართლის სისტემისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა (ძირითადი ნორმატიული აქტების ჩამონათვალი: ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ).

აგრეთვე სასურველია საერთაშორისო სამართლებრივ მონაცემთა ბაზების ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება.

იდეალური კანდიდატი აგრეთვე უნდა ამჟღავნებდეს:

- პროფესიონალიზმსა და კოლეგიალურობას (კვალიფიციურად ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობებს; იყოს მოტივირებული მუდმივი პროფესიული განვითარებისა და ზრდისთვის; კარგად ითვისებდეს სიახლეს; იყოს დეტალებზე ორიენტირებული, მოწესრიგებული და პუნქტუალური; ამჟღავნებდეს მდგრადობას; რთული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობისას რჩებოდეს მშვიდი და გაწონასწორებული; გაგებით ეკიდებოდეს სხვა თანამშრომლების სამუშაოსთან დაკავშირებულ ყოველდღიურ საჭიროებებსა და პრობლემებს)
- კომუნიკაბელურობას (წერის, მეტყველებისა და მოსმენის დახვეწილი უნარი; სამეტყველო ტონის, ლექსიკისა და ზოგადი საურთიერთობო მიდგომის სიტუაციური ადაპტირების უნარი)
- გუნდური მუშაობის უნარს (საერთო მიზნის მიღწევისათვის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობა; გუნდური მიზნების პირად მიზნებზე წინ დაყენება; კონსენსუსის და საკუთარი ცოდნის კოლეგებთან გაზიარების უნარი)
- პასუხისმგებლობის გრძნობას (დავალების შესრულება მითითებულ დროულ ლიმიტებში; დაშვებული შეცდომისა და/ან უზუსტობის დროულად შეტყობინება)
- კრეატიულობას (ახალი იდეების თანმდევი რისკ ფაქტორების გათვალისწინებით წარმოდგენის უნარი; დადგენილი სამუშაო წესრიგის პატივისცემა სტერეოტიპებისაგან თავისუფლების პირობებში)
- დიპლომატიურ თვისებებს.

პირველ ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

სავალდებულო:

- ავტობიოგრაფია (CV)
- სამოტივაციო წერილი (Cover Letter) ინგლისურ ენაზე
- პირადობის მოწმობის ასლი
- დიპლომის ასლი (დანართის ასლით).

არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ასევე წარმოადგინოთ:

- სამართლის სფეროში გავლილი მოკლე კურსების სერტიფიკატების ასლები
- უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატების ასლები.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. თავდაპირველად კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, 2011 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: int.relations@mcla.gov.ge (გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება ელ-წერილის სათაურის ველში), ან ხელზე ჩააბაროთ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომელს (ტელ: 577 109510), შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 42.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige