სასტუმრო "რივერ საიდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში, გაყიდვების მენეჯერის პოზიცია, სრული სამუშაო განაკვეთით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
- მარკეტინგის სფეროში მსგავს პოზიციაზე გამოცდილება სასურველია;
- კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
- საბუთებთან მუშაობის გამოცდილება და პოტენციურ კლიენტებთან წარმატებული მოლაპარაკების უნარი;
- გარე გაყიდვების ორგანიზებაში გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, კერძოდ, Excel-ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგი ცოდნა სავალდებულოა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ "Sales Manager Vacancy". რეზიუმეს თან უნდა ერთვოდეს ფოტოსურათი.
ვაკანსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ტელეფონით არ გაიცემა.