სასტუმროს ქსელი "Rooms" ყაზბეგში არის უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული ახალი ქართული ბრენდი, რომელიც 152 ოთახით შემოდის ქართული სასტუმროების ინდუსტრიაში და აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: დასუფთავების.
პასუხისმგებელია: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერთან, დასუფთავების დეპარტამენტის ზედამხედველთან.
განათლება და თვისებები:
-საშუალო ან უმაღლესი განათლება
-სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში პრიორიტეტულია
-რუსული და ინგლისური ენების ცოდნა პრიორიტეტულია
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები
-ყურადღებიანობა დეტალების მიმართ.
სამუშაოს მიზანი:
-იყოს თავაზიანი და პროფესიონალი სამუშაოს შესრულებისას, როგორც სტუმართან, ასევე კოლეგებთან
-მოემსახუროს (დაასუფთავოს) დაკავებულ ოთახებს ყოველდღიურად, სასტუმროს სტანდარტების მიხედვით
-პასუხისმგებელია დერეფნების სექციის, სკამების, მაგიდების, ჩარჩოებისა და ფარდების სისუფთავეზე
-სისტემატიურად აღრიცხოს დასუფთავებული ბალიშები, გადასაფარებლები და საშხაპე ფარდები
-შექმნას განცხადება მომსახურების ნაკლოვანობების შესახებ, სასტუმროს სტანდარტების მიხედით
-ევალება ჰქონდეს ცოდნა სასტუმროს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მოთხოვნილებების შესახებ, რათა ნათლად შეასრულოს სასტუმროში არსებული მოვალეობები
-ამოწმოს მოწყობილობების მდგომარეობა და დეფექტების არსებობის შემთხვევაში შექმნას საჭირო განცხადება.
დამატებითი მოვალეობები: გააჩნდეს საბაზისო ცოდნა და უნარები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თანდართული ფოტო სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
ეს სამუშაო აღწერილობა არ არის ამომწურავი სია იმ სამუშაოსი, რომლის შესრულებაც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაევალოთ თანამშრომლებს.