სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოში ექსპერტ ინჟინერ-გეოლოგის თანამდებობაზე
შრომითი ანაზღაურება – 1250 ლარი
სამუშაო განაკვეთი – სრული
სამუშაო აღწერა:
გრუნტის ლაბორატორიული გამოკვლევა და სათანადო დასკვნის მომზადება
ქანების ლაბორატორიული გამოკვლევა და სათანადო დასკვნის მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება გეოლოგის სპეციალობით
- გეოტექნიკურ ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- გეოლოგიური დასკვნების მომზადების გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
საკონკურსო თემატიკა:
- სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილება
- კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დებულება
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური პოზიციის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით ზე უნდა გამოაგზავნონ:
აპლიკაცია
სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით).
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: (+995 322)258484