სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრში, შემდეგ პოზიციებზე:
1. საინჟინრო სამმართველოს ექსპერტი ინჟინერ-მშენებელი
საშტატო ერთეული: 3.
შრომითი ანაზღაურება: 1,250 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს აღწერა:
- შენობა-ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო (საბალანსო) ღირებულების დადგენა;
- შესრულებული ან შესასრულებელი სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მოცულობების და ღირებულების დადგენა;
- მშენებლობის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ ნორმებთან და ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში;
- შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა
- სხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება;
- საკონსულტაციო მომსახურება სამოქალაქო მშენებლობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება;
- ინჟინრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- "არქიკადის" და "ავტოკადის" ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
2. ნორმატიული, ტექნიკური და ექსპერიმენტალური კვლევების სამმართველოს ექსპერტი-მშენებელი საგზაო ნაგებობების მიმართულებით
შრომითი ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს აღწერა:
- საველე და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების გამოყენებით ექსპერტის დასკვნის შედგენა;
- საგზაო ნაგებობების ექსპერტიზის ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მშენებლის კვალიფიკაციით, საგზაო ნაგებობების სპეციალობით;
- ასფალტ-ბეტონის ლაბორატორიაში ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარების უნარი
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
3. ნორმატიული, ტექნიკური და ექსპერიმენტალური კვლევების სამმართველოს სპეციალისტი საგზაო ნაგებობების მიმართულებით
შრომითი ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს აღწერა: ასფალტ-ბეტონის ლაბორატორიაში ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მშენებლის კვალიფიკაციით, საგზაო ნაგებობების სპეციალიზაციით.
- თანამედროვე ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.
- ასფალტ-ბეტონის ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
4. ექსპერტი-მშენებელი, საშენი მასალების მიმართულებით
შრომითი ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს აღწერა:
- საველე და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების გამოყენებით ექსპერტის დასკვნის შედგენა.
- შენობა-ნაგებობების დეტალური გამოკვლევის ჩატარება და ექსპერტის დასკვნის შედგენა.
- სხვა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტის დასკვნის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მშენებლის კვალიფიკაციით, საშენი მასალების სპეციალიზაციით.
- თანამედროვე ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
- სპეციალობით მუშაობის არა ნაკლებ 2 წლის გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
5. სპეციალისტი-მშენებელი, საშენი მასალების მიმართულებით
შრომითი ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს აღწერა: საშენი მასალების ლაბორატორიაში ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მშენებლის კვალიფიკაციით, საშენი მასალების სპეციალიზაციით.
- თანამედროვე ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.
- საშენი მასალების ლაბორატორიაში მუშაობის არა ნაკლებ 2 წლის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
6. ტექნიკური მუშაკი
შრომითი ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაოს აღწერა:
- კომპოზიტური მასალების ნიმუშების აღება და ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის მომზადება. (კერნების ამოჭრა, ლაბორატორიაში გამოსაცდელი ნიმუშებისათვის შესაბამისი გეომეტრიული ფორმების მიცემა და სხვა);
- საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში დამხმარე პერსონალის სახით მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი ტექნიკური განათლება;
- მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სამუშაო აღწერაში მოცემული მიმართულებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილება;
- კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დებულება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური პოზიციის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ განიხილება), 2012 წლის 16 იანვრის ჩათვლით, მისამართზე cv@forensics.ge უნდა გამოაგზავნონ:
ა) აპლიკაცია;
ბ) სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით).
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: (832) 225 8484.