საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   თეგეტა მოტორსი 
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES  გუდვილი  ქეა  შირნჰოფერი  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საქართველოს უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი ინგლისური ენის სახლი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
აიელსი  One World   ბიდისი აკადემია  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სხვადასხვა - ქუთაისი

   კომპანია:

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

   განთავსებულია:  1 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  14 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  ქუთაისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  2258484 2290524
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში
(ქ. ქუთაისი), შემდეგ თანამდებობებზე:

1. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი (ფსიქიატრი)

საშტატო ერთეული: 1.
შრომითი ანაზღაურება: 1,165 ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება;
- პირის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება;
- ფსიქიატრიული დიაგნოზის დადგენა;
- პირის შერაცხადობა/შეურაცხადობის, ქმედუნარიანობა-ქმედუუნარობის საკითხის განსაზღვრა;
- პირის არანებაყოფლობითი სტაციონალური ფსიქიატრიული დახმარების აუცილებლობის განსაზღვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი სამედიცინო განათლება (ფსიქიატრის სპეციალობით);
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდლება;
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი (სპეციალობით - ფსიქიატრია);
- საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გაწონასწორებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.

სამართლებრივი აქტები:

- "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება;
- დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება;
- "სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 19 ივნისის #142/ნ ბრძანება.

2. სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი

საშტატო ერთეული: 2.
შრომითი ანაზღაურება: 1,165 ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- ექსპერტიზის დამნიშნავი ორგანოსთვის დასკვნების დროული გადაცემა; ასევე იმ სამედიცინო დოკუმენტაციის, ნივთმტკიცების და სხვა მასალის დაბრუნება, რომლებიც ექვემდებარება დაბრუნებას;
- გვამის, ცოცხალი პირის გამოკვლევა; სამედიცინო დოკუმენტაციის და საქმის მასალების შესწავლა სიკვდილის ხანდაზმულობის, სიკვდილის მიზეზის, დაზიანებების არსებობის, მათი ხასიათის, ხარისხის, განვითარების მექანიზმის და სხვა დასადგენად.
- ბიომასალის აღება შესაბამისი წესების დაცვით, დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისათვის; მიღებული შედეგების ანალიზი.
- გვამიდან აღებული ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა პათოლოგიური ცვლილებების, მექანიკური დაზიანებების ხასიათის და სიცოცხლის დროინდელობის, ტრამვული ხასიათის სიკვდილის, ხანდაზმულობის დადგენის და შეფასების მიზნით;
- შინაგანი ორგანოების და წყლის სინჯის გამოკვლევა პლანქტონის დადგენის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, პედიატრიული)
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით - სასამართლო მედიცინა;
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

- კომუნიკაბელურობა;
- გაწონასწორებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
- კრეატულობა.

სამართლებრივი აქტები:

- საქართველოს კანონი "საექიმო საქმიანობის შესახებ";
- საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ";
- საქართველოს კანონი "პაციენტის უფლებების შესახებ";
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განხრით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება
- დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.

3. სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების სანიტარი

საშტატო ერთეული: 1.
შრომითი ანაზღაურება: 600 ლარი.

სამუშაოს აღწერა:

- სასამართლო სამედიცინო ექსპერტის ტექნიკური დახმარება ექსპერტიზის ჩატარების, გვამის გამოკვლევის და სხვა სამედიცინო საქმიანობის დროს;
- მორგის ტექნიკური მომსახურება;
- ტექნიკური, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;
- მორგში გვამის მიღება-გაცემა და დოკუმენტირება;
- მორგის დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- პროფესიული სამედიცინო განათლება;
- სანიტრად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა.

საკონკურსო თემატიკა:

- "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
- "პაციენტთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი;
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: cv@forensics.ge უნდა გამოაგზავნონ:

ა) აპლიკაცია;
ბ) სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით).

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ შესაბამისად იქნება (აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე) მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.

კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: 832 2258484, 2290524.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige