სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში
სხვადასხვა თანამდებობებზე:
1.ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტ–ფსიქოლოგი.
შრომითი ანაზღაურება– 700 ლარი.
ადგილმდებარეობა–ქუთაისი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
- სასურველია პათოფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება (ფსიქიატრიული პროფილის დაწესებულებებში)
- სასურველია სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო აღწერა:
- სასამართლო-ფსიქიატრიულ, კომპლექსურ სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგურ საექსპერტო კვლევაში მონაწილეობის მიღება
- სასამართლო-ფსიქოლოგიური საექსპერტო კვლევის ჩატარება და შესაბამისი დასკვნის გაცემა
- გამოსაკვლევი პირების ფსიქოლოგიური მოდალობების კვლევა კლინიკური საუბრის მეთოდით, ფსიქოლოგიური კითხვარებით და ტესტებით
- პირის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა
- პირის ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობის დადგენა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გაწონასწორებულობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამართლებრივი აქტები:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამარ-თლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება
- დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.
II. სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი.
საშტატო ერთეული- 1
შრომითი ანაზღაურება – 1165 ლარი
ადგილმდებარეობა – ქუთაისი.
სამუშაო აღწერა:
- ექსპერტიზის დამნიშნავი ორგანოსთვის დასკვნების დროული გადაცემა, ასევე იმ სამედიცინო დოკუმენტაციის, ნივთმტკიცების და სხვა მასალის დაბრუნება, რომლებიც ექვემდებარება დაბრუნებას
- გვამის, ცოცხალი პირის გამოკვლევა, სამედიცინო დოკუმენტაციის და საქმის მასალების შესწავლა სიკვდილის ხანდაზმულობის, სიკვდილის მიზეზის, დაზიანებების არსებობის, მათი ხასიათის, ხარისხის, განვითარების მექანიზმის და სხვა დასადგენად
- ბიო მასალის აღება შესაბამისი წესების დაცვით დამატებითი ლაბორატორიული კვლევებისათვის, მიღებული შედეგების ანალიზი
- გვამიდან აღებული ბიოლოგიური მასალის გამოკვლევა პათოლოგიური ცვლილებების, მექანიკური დაზიანებების ხასიათის და სიცოცხლის დროინდელობის, ტრამვული ხასიათის სიკვდილის, ხანდაზმულობის დადგენის და შეფასების მიზნით
- შინაგანი ორგანოების და წყლის სინჯის გამოკვლევა პლანქტონის დადგენის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო, პედიატრიული)
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით - სასამართლო მედიცინა
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- გაწონასწორებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- გუნდურიმუშაობისუნარი
- ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი
- კრეატულობა.
სამართლებრივი აქტები:
- საქართველოს კანონი – საექიმო საქმიანობის შესახებ
- საქართველოსკანონი “ჯანმრთელობისდაცვისშესახებ”
- საქართველოს კანონი “პაციენტის უფლებების შესახებ”
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განხრით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება
- დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.
III. სამედიცინო და ჰისტოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების სანიტარი
საშტატოერთეული – 2
შრომითიანაზღაურება – 600 ლარი
ადგილმდებარეობა – ქუთაისი.
სამუშაო აღწერა:
- სასამართლო სამედიცინო ექსპერტის ტექნიკური დახმარება ექსპერტიზის ჩატარების, გვამის გამოკვლევის და სხვა სამედიცინო საქმიანობის დროს
- მორგის ტექნიკური მომსახურება
- ტექნიკური, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა
- მორგში გვამის მიღება-გაცემა და დოკუმენტირება
- მორგის დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული სამედიცინო განათლება
- სანიტრად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნულიუნარ-ჩვევები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობა.
საკონკურსო თემატიკა:
- "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი
- "პაციენტთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით -ზე უნდა გამოაგზავნონ:
ა) აპლიკაცია;
ბ) სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით).
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ შესაბამისად იქნება(აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე) მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში.ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: (+995 832)2258484; (+995 832)2290524