საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს სტაჟიორების მიღებას ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში.
I. სამმართველო:
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის სამმართველო
II. სტაჟიორის ფუნქცია-მოვალეობებია:
- შესაბამისი სამმართველოს ექსპერტებთან ერთად ექსპერტიზების ჩატარებაში და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო პროცესში ექსპერტის დახმარება.
III. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ქიმიური განათლება (სასურველია ქიმიური ფაკულტეტი – ანალიზური და ფიზიკური ქიმიის განხრით);
- თანამედროვე ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
V. პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ადაპტაციის უნარი.
V. საკონკურსო თემატიკა:
`სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილება;
ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით -ზე უნდა გამოაგზავნონ:
ა) აპლიკაცია;
ბ) სამოტივაციო წერილი.
კონკურსის ჩატარების ეტაპები:
I ეტაპი – აპლიკაციების შერჩევა;
II ეტაპი _გასაუბრება.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.expertiza.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: (+995 322)258484; (+995 322)290524