საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს სტაჟიორების მიღებას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში.
სტაჟიორის ფუნქცია-მოვალეობებია:
- შესაბამისი ექსპერტებთან ერთად ექსპერტიზების ჩატარებასა და დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო პროცესში ექსპერტის დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ფსიქიატრის სპეციალობით;
- დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი (სპეციალობით - ფსიქიატრია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
- "სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს #255 დადგენილება;
- ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება.
სასურველია: "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის ცოდნა.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსს ატარებს სტაჟირების გავლის კომისია. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
ბიუროში სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა.
სტაჟირების საერთო ვადა განისაზღვრება ერთი წლით.
საკონკურსო პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV სამოტივაციო წერილთან ერთად და გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: . სამოტივაციო წერილის გარეშე წარმოდგენილი CV არ განიხილება. CV-ების მიღება წარმოებს 2011 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ, აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე, შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.
შერჩეულმა კანდიდატებმა ბიუროს ადმინისტრაციის ხარისხისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში (ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 84) დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დიპლომის ასლი.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორმა უნდა წარმოადგინოს:
- ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ორი ფოტოსურათი (3x4);
- ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ყოველ კანდიდატს, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ეცნობება მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 2 258484.