სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს პროგრამისტის პოზიციაზე.
- საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის პროგრამისტი – 1 საშტატო ერთეული
- შრომითი ანაზღაურება – შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში
- პროგრამირების გამოცდილება C# .Net პლატფორმაზე
- WEB ტექნოლოგიების: ASP.NET-ის ცოდნა და სამუშაო გამოცდილება, ასევე, WEB სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MS SQL 2005, MS SQL 2008)
- ინგლისურ, რუსულ და ქართული ენების სრულყოფილად ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- ორიენტირებულობა შესრულების ვადებზე და დეტალებზე
- შეცდომებზე რეაგირების უნარი
უპირატესობა მიინიჭება:
- გამოცდილებას არქიტექტურის დიზაინში
- ნებისმიერი პროფესიული სერტიფიკატს
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით -ზე უნდა გამოაგზავნონ:
- აპლიკაცია
- სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით)
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - ტესტირების და გასაუბრების ფორმით
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე:
(+995 32)2258484; (+995 32)2290524.