სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს ბიუროს პრეს სამსახურის მთავარი სპეცილაისტის პოზიციაზე.
ბიუროს პრეს სამსახურის მთავარი სპეციალისტი -– 1 საშტატო ერთეული;
შრომითი ანაზღაურება – შეთანხმებით.
სამუშაო აღწერილობა:
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;
- საზოგადოების ინფორმირება ბიუროს საქმიანობის თაობაზე;
- პრესკონფერენციების და ბრიფინგების გამართვის უზრუნველყოფა;
- ინტერვიუების, ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ბიუროს ვებ-გვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;
- მოკლე და გრძელვადიანი პიარ სტრატეგიის შემუშავება;
- ბიუროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება;
- პრეს რელიზის მომზადება;
- ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციული სტატიების მომზადება და გავრცელება;
- ბიუროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებების და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ჟურნალისტიკის სპეციალობით);
- არანაკლებ 1 წლიანი პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- უცხო ენების (ინგლისური) ცოდნა;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- აზრის წერილობით გადმოცემის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტის მართვის უნარი;
- პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
- ინიციატიურობა.
საკონკურსო თემატიკა:
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით -ზე უნდა გამოაგზავნონ:
ა) აპლიკაცია;
ბ) სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით).
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: (+995 322)258484; (+995 322)290524