ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს Service Desk Operator-ის პოზიციაზე
შრომითი ანაზღაურება – შეთანხმებით.
სამუშაო აღწერილობა:
- პასუხის გაცემა შემოსულ ზარებზე, მომხმარებლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
- საჩივრების, მოთხოვნებისა და ინციდენტების რეგისტრაცია და შემდგომი რეაგირება;
- მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე მოთხოვნის სტატუსის შესახებ და სამუშაოების მიმდინარეობის თაობაზე;
- მოთხოვნის პირველადი შეფასება, მცდელობა დამოუკიდებლად მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა ან მოახდინოს გადამისამართება შესაბამის მომსახურების დონეზე;
- ექსკალაციის და მონიტორინგის პროცედურების განხორციელება;
- მიწოდებული მომსახურების მიმდინარეობის და მათში ჩართული სისტემების კონტროლი, მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიკაცია, მათი პრევენცია ან მოგვარების მიზნით სწორი მითითების გაცემა;
- ინციდენტის ციკლის მართვა, ლიკვიდაციის დადასტურების ჩართვით, ინციდენტის დახურვა და მომხმარებელთან შეთანხმება დახურვის ფაქტის შესახებ;
- ცალკეული მომსახურების დონეების მცირედი ცვილებების შესახებ მომხმარებელთან ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება;
- მართვითი ინფორმაციის წარდგენა და წინადადებების მომზადება მომსახურების გაუმჯობესების შესახებ;
- პრობლემების იდენტიფიკაცია (ინციდენტის წარმოქმნის მიზეზი);
- მომხმარებლის ინფორმირება სწავლების და ტრენინგების საჭიროების შესახებ;
- ინფორმირება მომსახურების გაუმჯობესების საჭიროების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება;
- უცხო ენების ცოდნა;
- ბიზნესის მიზნების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით -ზე უნდა გამოაგზავნონ:
ა) აპლიკაცია;
ბ) სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით).
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის (აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე) მიერ შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში. ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: (+995 322)258484; (+995 322)290524