ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციაზე.
საინჟინრო ექსპერტიზის სამმართველო
პოზიცია – ექსპერტი;
საშტატო ერთეული – 2;
შრომითი ანაზღაურება – 1250 ლარი;
სამუშაო განაკვეთი – სრული.
სამუშაო აღწერა:
- შენობა-ნაგებობების სახარჯთაღრიცხვო (საბალანსო) ღირებულების დადგენა
- შესრულებული ან შესასრულებელი სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მოცულობების და ღირებულების დადგენა
- მშენებლობის შესაბამისობის დადგენა მოქმედ ტექნიკურ ნორმებთან და ნორმატიულ აქტებთან მიმართებაში
- შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დადგენა
- სხვა სახის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება
- საკონსულტაციო მომსახურება სამოქალაქო მშენებლობაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება
- ინჟინრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- არხიკადის და ავტოკადისცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
სამართლებრივი აქტები:
- ”სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს # 255დადგენილება
- კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენის დებულება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა, კონკრეტული ვაკანტური პოზიციის მითითებით (წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება), 2011 წლის 7 ოქტომრის ჩათვლით -ზე უნდა გამოაგზავნონ:
ა) აპლიკაცია;
ბ) სამოტივაციო წერილი (ვაკანტური თანამდებობის მითითებით)
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი (აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე), რომელიც კომისიის მიერ შესაბამისად იქნება მიჩნეული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში.
კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან გონივრულ ვადაში.ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომრებზე: (+995 32)2258484; (+995 32)2290524.