ფორმაციო სააგენტო "სარკე" აცხადებს კონკურსს კორესპონდენტის თანამდებობაზე. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ დამთავრებული უმაღლესი სასწავლებლის ეკონომიკური ან ტექნიკური ფაკულტეტი.
აუცილებელი თვისებები: წერითი გადმოცემის კარგი უნარი, ლოგიკური აზროვნება, გუნდში მუშაობის უნარი, ეკონომიკური ცნებების ცოდნა, მისწრაფება კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, საოფისე პროგრამების ფლობა (მომხმარებლის დონეზე). ჟურნალისტურ გამოცდილებას ყურადღება არ მიექცევა.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამოიგზავნოს CV (საკონტაქტო მონაცემებით) და მოკლე ესეი (არაუმეტეს 300 სიტყვისა), რომელშიც იქნება აღწერილი შეთავაზებულ თანამდებობაზე მოღვაწეობის თაობაზე კონკურსანტის ხედვა. განიხილება მხოლოდ ის განაცხადები, რომელნიც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
სააგენტო თავად დაუკავშირდება იმ კონკურსანტებს, რომელთა დოკუმენტები წარმატებით გაივლიან წინასწარ შერჩევას. ეს კონკურსანტები იქნებიან მოწვეულნი ინტერვიუზე, რომლის შედეგებზე იქნება დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილება.
გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე:2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.