საქართველოს წამყვანი ბიზნეს-სკოლების ახალ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯია" - "Gulf Oil International"-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკაში, ფინანსებში ან მათემატიკაში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: უპირატესობა მიენიჭებათ MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მონაცემების ყოველდღიური მიღება-დამუშავება;
- გაყიდვებისა და სასაქონლო ნაშთების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის შემოწმება;
- ინფორმაციის შეყვანა საბუღალტრო პროგრამაში;
- ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება
- საბანკო ბრუნვების ელექტრონული კონტროლი.
მოთხოვნილი პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოწესრიგებულობა და კონცენტრაციის უნარი;
- კომუნიკაბელობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/CV (ქართულად), შემდეგ მისამართზე: 2011 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეპორტინგის ასისტენტი". წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.