საქართველოს წამყვანი ბიზნეს-სკოლების ახალ კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!
შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯია" - "Gulf Oil International"-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას დაგეგმარებისა და ანალიზის ასისტენტის პოზიციაზე.
თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა და ენერგიული, არ გეზარებათ ბევრი შრომა საუკეთესო შედეგების მისაღწევად და გსურთ:
- გაიზარდოთ ყველაზე დინამიურ, ახალგაზრდა და წამყვან კომპანიაში;
- შეიქმნათ მდგრადი და გრძელვადიანი კარიერა;
- გაიზიაროთ ჩვენი წარმატება;
- მიიღოთ პროფესიული გამოცდილება ფინანსური ანალიზისა და დაგეგმარების მიმართულებით;
გამოაგზავნეთ ჩვენთან:
- მოკლე რეზიუმე ფოტოსურათით ინგლისურად;
- ბიზნეს-სკოლის აკადემიური მოსწრების ფურცლის ასლი;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურად - არაუმეტეს 100 სიტყვისა, თუ რატომ გსურთ "სან პეტროლეუმ ჯორჯია"-ში მუშაობის დაწყება;
შემდეგ მისამართზე: 2011 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
ყურადღება! გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Planning and Analysis Assistant". წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში თქვენ გაივლით რამდენიმე მცირე ტესტს და ჩვენ შევარჩევთ საუკეთესოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - ბაკალავრი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლიდან, ფინანსების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
- ასაკი: 25 წლამდე;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (წერა, საუბარი, ხარისხიანი რეპორტების მომზადების უნარი)
- სასურველია საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- MS Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ტესტირებისას ამ კრიტერიუმს მიენიჭება ყველაზე მაღალი წონა.
ფუნქციები და მოვალეობები:
- ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავება;
- ინფორმაციის სიზუსტისა და დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
- რეპორტისთვის საჭირო მონაცემთა კონტროლი; ცვლილებზე ოპერატიული რეაგირება;
- დაგეგმვის, ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების ხელშეწყობა;
- მიმდინარე ოპერატიული რეპორტების შედგენაში დახმარება.
მოთხოვნილი პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოწესრიგებულობა და კონცენტრაციის უნარი;
- ინიციატიურობა;
- კომუნიკაბელობა;
- მოქნილი სამუშაო.