საერთაშორისო ნავთობკომპანია ,,გალფ-ინტერნეიშენალის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში- ,,სან პეტროლეუმ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის სფეროში
- 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამისი პროფილით, უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ნავთობპროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა,უპირატესობა მოენიჭბათ პროგრამა 1 C-ის მცოდნე კანდიდატებს
- საბუღალტრო და საბანკო ოპერაციების გამოცდილება.
ფუნქციები და მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება
- ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, კონტროლი და აღრიცხვა
- საგადასახადო დავალებების მომზადება, დოკუმენტაციის შესაბამისობაში არსებობის კონტროლი
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მქონე კლიენტებთან შედარება
- ანგარიშვალდებული პირების ანგარიშთა მართვა
- საბანკო ჩარიცხვების კონტროლი და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/CV (ქართულად ან ინგლისურად), შემდეგ მისამართზე:
წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2011 წლის 10 აგვისტო.