შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯია" - "Gulf Oil International"-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკაში ან მათემატიკაში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- სტატისტიკური პრინციპების/ მეთოდოლოგიის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მონაცემების ყოველდღიური მიღება-დამუშავება;
- რეგულარული ანალიზი (გაყიდვების, პრომო-აქციების შედეგების, ტრანზაქციების, ტრანსპორტის მიმოსვლის მიხედვით)
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოწესრიგებულობა და კონცენტრაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
კანდიდატი უნდა ფლობდეს საკუთარ ავტომობილს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/CV, შემდეგ მისამართზე: career@gulf-ge.com.
წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ანალიტიკოსი". წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2011 წლის 20 დეკემბერი.