სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
ჩვენი კომპანია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს სამშენებლო ბაზარზე: მშენებლობა, საინჟინრო სამუშაოები და სამშენებლო მასალების წარმოება. კომპანიის მენეჯმენტი შედგება პროფესიონალებისაგან, რომელთაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება საქალაქო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, საცხოვრებელი სახლების დაპროექტებასა და მშენებლობაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
განაკვეთი: სრული.
ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებაზე.
საცდელი ვადა: 3 თვე.
პოზიციის მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება ;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
- სამშენებლო ინდუსტრიის და ტერმინოლოგიის ცოდნა;
- სასურველია რუსულის და ინგლისურის ცოდნა.
პერსონალური მოთხოვნები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- მოტივირებულობა;
- გუნდურობა.
მოვალეობები:
- ადგილობრივი მომწოდებლების ანალიზი;
- მოთხოვნების ანალიზი და შესყიდვების პროცესის წარმართვა;
- შესყიდვების დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება;
- ტენდერების წარმართვა;
- ხელშეკრულებების მომზადება;
- შესყიდვების პროცესის ოპტიმიზირება.
დაინტერესებულ პირებს, ვისაც აქვთ შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: არაუგვიანეს 27.09.2011.
გთხოვთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია წერილის სათაურში.