სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა-დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობაზე:
IT ინფრასტრუქტურის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- IT პროცესების დაგეგმვა, კოორდინირება და კონტროლი
- IT ინფრასტრუქტურის (სასერვერო, მონაცემების დამუშავების, შენახვის და კომუნიკაციების) მართვა საქართველოს მასშტაბით
- ID ბარათის ბეჭდვის ცენტრების მართვა
- ქვეყანის CA (ელექტრონული სერთიფიცირების ცენტრის) ინფრასტრუქტურის მართვა
- IT ინფრასტრუქტურის პერსონალის მართვა.
ამოცანები:
- ინფრასტრუქტურის მართვის პროცესის დაგეგმვა; ჩასატარებელი სამუშაოების გრაფიკის შედგენა
- ინფრასტრუქტურის აქტიურობის შეფასების ინდიკატორების და ხარისხის სტანდარტების შერჩევა განსახილველად და დასამტკიცებლად
- ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშის წარმოდგენა მიღებული სტანდარტების მიხედვით
- ინფრასტრუქტურული პროცესების გაუმჯობესების ანგარიშების წარმოდგენა
- ინფრასტრუქტურაში სერვისების შესაბამისი როლების დადგენა და პასუხისმგებელი პირების უზრუნველყოფა
- პერსონალის უფლებების შესაბამისი აქტიურობის შეფასება და მენეჯერული რეკომენდაციების გაწევა
- პერსონალის სწავლებების განსაზღვრა და რეკომენდაციების გაწევა
- სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ერთად, მოთხოვნების შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებების მარაგების უზრუნველყოფა.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- IT პროექტების მენეჯმენტის 3 წლიანი გამოცდილება
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური აუცილებელია).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი). საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 30 მაისის ჩათვლით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა, ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 357972 (22, 23, 21).