საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  DMG WEST LINES  ბანკი რესპუბლიკა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  გუდვილი  ქეა  შირნჰოფერი 
პროფკურორტი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.  
Oxford House  საგანმანათლებლო ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ბიდისი აკადემია  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   კავკასიის უნივერსიტეტი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  აიელსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  P/T/G  ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

IT აუდიტის სპეციალისტი

   კომპანია:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

   განთავსებულია:  31 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  17 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სამთავრობო/სამინისტრო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:


სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა-დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.

როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:

-  თანამედროვე სამუშაო გარემო
-  სამედიცინო დაზღვევა
-  პრემიები და სხვა ბენეფიტები.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შიდა კონტროლის სამსახურში IT აუდიტის მიმართულების სპეციალისტის თანამდებობაზე.

შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის განათლების დონეზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

საკონკურსო მოთხოვნები:

-  უმაღლესი განათლება IT მიმართულებით (სასურველია უშუალოდ IT აუდიტის მიმართულებით);
-  IT აუდიტის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
-  ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (მაღალ დონეზე);
-  მენეჯერული თვისებები;
-  პროგრამირების ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
-  მონაცემთა ბაზების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
-  IT მიმართულებით ნებისმიერი პროფესიული სერთიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
-  ორგანიზაციული მართვის უნარი;
-  დაგეგმვის უნარი;
-  კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს ანალიტიკური აზროვნება);
-  აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
-  საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები;
-  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
-  კონკრეტული პრობლემური სიტუაციების გაანალიზების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
-  ოფიციალური დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადების ცოდნა;
-  პრინციპულობა და მიზანდასახულობა;
-  რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
-  განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შესრულების უნარი;
-  ორიენტირებულობა შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტულ დეტალებზე;
-  სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

სამსახურებრივი მოვალეობების მოკლე ჩამონათვალი:

-  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში IT მიმართულებით არსებული მდგომარეობის ზოგადი შესწავლა და ანალიზი;
-  არსებული ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამების ზოგადი შესწავლა და ანალიზი;
-  საინფორმაციო ტექნოლოგიების დამცავი სისტემების შესწავლა და ანალიზი;
-  არსებული ტექნიკური საშუალებების, პროგრამების და დამცავი სისტემების სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უმაღლეს მენეჯმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და ანალიზი;
-  პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა;
-  არსებული მდგომარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემოთავაზება IT აუდიტის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

-  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი).
-  განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
-  პირადობის მოწმობის ასლი.
-  ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3/4).

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში შესაბამისად იქნება მიჩნეული. კონკურსის ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - ტესტირების და გასაუბრების ფორმით.

საბუთების მიღება წარმოებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა, ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge 2011 წლის 17 სექტემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

ტელ: 2 401010

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige