საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შირნჰოფერი 
შ.პ.ს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  პროფკურორტი  ქეა  შპს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  P/T/G  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  One World  კავკასიის უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ინგლისური ენის სახლი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი 
   ვაკანსია:

IT აუდიტის სპეციალისტი

   კომპანია:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

   განთავსებულია:  28 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  8 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@cra.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ინფორმაციული ტექნოლოგიები

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განხლებადი დაწესებულებაა, რმლის  დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა–დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.

როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:

- თანამედროვე, კომფორტული სამუშო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შიდა კონტროლის სამსახურში  IT აუდიტის მიმართულების სპეციალისტის თანამდებობაზე. შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის განათლების დონეზე, კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

 საკონკურსო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება IT მიმართულებით (სასურველია უშუალოდ IT აუდიტის მიმართულებით)
- IT აუდიტის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსლი ენების სრულყოფილად ცოდნა (მაღალ დონეზე)
- მენეჯერული თვისებები
- პროგრამირების ზოგადი საფუძვლების ცოდნა
- მონაცემთა ბაზების ზოგადი პრინციპების ცოდნა
- IT მიმართულებით ნებისმიერი პროფესიული სერთიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად
- ორგანიზაციული მართვის უნარი
- დაგეგმვის უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი (ბიზნეს ანალიტიკური აზროვნება)
- აზრის ნათლად გამოხატვის უნარი
- საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ–ჩვევები
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- კონკრეტული პრობლემური სიტუაციების გაანალიზების, შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ოფიციალური დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადების ცოდნა
- პრინციპულობა და მიზანდასახულობა
- რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი
- განსაზღვრულ ვადაში სამუშაოს შესრულების უნარი
- ორიენტირებულობა შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტულ დეტალებზე
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

სამსახურებრივი მოვალეობების მოკლე ჩამონათვალი:

- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში IT მიმართულებით არსებული მდგომარეობის ზოგადი შესწავლა და ანალიზი
- არსებული ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამების ზოგადი შესწავლა და ანალიზი
- საინფორმაციო ტექნოლოგიების დამცავი სისტემების შესწავლა და ანალიზი
- არსებული ტექნიკური საშუალებების, პროგრამების და დამცავი სისტემების სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უმაღლეს მენეჯმენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის შესწავლა და ანალიზი
- პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა
- არსებული მდგომარეობის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემოთავაზება IT აუდიტის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს.

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა
- განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- პირადობის მოწმობის ასლი
- ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა ¾).

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში შესაბამისად იქნება მიჩნეული.

კონკურსის  ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - ტესტირების და გასაუბრების ფორმით.

საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 28 ოქტომბრიდან 2011 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 32)2401010.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige