საქართველოს მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებისა და დანერგვის პროგრამას. ეს არის ინოვაციური პროგრამა, რომელიც აკავშირებს სამინისტროს, დაზღვეულების, მიმწოდებლებისა და პაციენტების საინფორმაციო საჭიროებებს. "ჯანსაღი საქართველო, დაკავშირებული შენთან" იქნება სრულყოფილი ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდება მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამა გაითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეთა არსებულ და სამომავლო საჭიროებებს.
"ელექტრონული ჯანდაცვის" პროგრამას ზედამხედველობას გაუწევს "ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის განვითარების" სახელმწიფო კომისია. პროექტების წარმართვისა და დაგეგმისთვის შეიქმნება "ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის განვითარების" პროგრამის მართვის ოფისი. "ელექტრონული ჯანდაცვის" პროგრამის მენეჯერი უხელმძღვანელებს პროგრამის მართვის ოფისს და პასუხისმგებელი იქნება კომისიის წინაშე.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას "ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის" მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტების ეფექტურად მართვა დასახული მიზნის მისაღწევად;
- მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათი მოთხოვნების გასათვალისწინებლად;
- პროგრამისთვის საჭირო რესურსის განსაზღვრა;
- პროგრამის ეფექტური მართვისთვის სათანადო ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება;
- პროექტის გეგმის შემუშავება სხვადასხვა საკითხების გათვალისწინებით, როგორიცაა თანამშრომელთა საჭიროებები, ბიუჯეტი, ინვენტარი, განვითარების ხარჯები, ტექნოლოგიური საჭიროებები და ა.შ.
- მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ტექნიკური პერსონალისთვის;
- სამუშაოების დაგეგმვა და მართვა დაგეგმილ დროში და დადგენილი ხარისხით, პროექტის მიზნების მისაღწევად;
- სახელმწიფო კომისიის წინაშე პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება;
- პრობლემების პროგნოზირება და კომისიისთვის რეკომენდაციების გაწევა მათი აღმოფხვრის მიზნით.
- პროგრამის მართვის ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- პროექტების მართვის სფეროში პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება, სასურველია მაღალტექნოლოგიურ ან სამედიცინო სფეროში;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- მართვის საინფორმაციო სისტემების პრინციპების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემის იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის გზების მოძიების უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2012 წლის 25 იანვრის ჩათვლით.