საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ქეა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს დიზაინ სითი  DMG WEST LINES  გუდვილი  თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა 
ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შირნჰოფერი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
Oxford House  ინგლისური ენის სახლი  ბიდისი აკადემია  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი  აიელსი  
One World   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 
   ვაკანსია:

შესყიდვების მენეჯერი

   კომპანია:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

   განთავსებულია:  3 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  18 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@cra.gov.ge
   ტელეფონი:  (+995 32)2401010
   კატეგორია:

გაყიდვები

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. უკანასკნელ წლებში ეფექტურად განხორციელებული რეფორმების საფუძველზე სრს საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად იქცა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი ხარისხის მომსახურებებს სთავაზობს მოსახლეობას.

სრს-ს ძირითადი ფუნქციებია: მოსახელობის რეესტრის წარმოება, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია (დაბადება, ქორწინება, და სხვა.), პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის გაცემა (პირადობის მოწმობა, პასპორტი), მიგრაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, აპოსტილი და ლეგალიზაცია, და სხვა. გარდა აღნიშნული ფუნქციებისა, სრს ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, შემდეგი საკონკურსო მოთხოვნებით:

აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:

- მინიმუმ 3 წელი გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
- სატენდერო წინადადებების მომზადების გამოცდილება
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
- საბიუჯეტო კანონმდებლობა (საბიუჯეტო კლასიფიკაცია)
- ბუღალტერია (ხელფასების დარიცხვა)

სასურველი მოთხოვნები:

- ელემენტარული ინგლისური

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

- რეზიუმე (CV)
- სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერენ რატომ არიან მოცემული თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატები

წინამდებარე ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის ფარგლებში, რომელსაც სრს ევროკავშირის ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის დანერგვის გზით ადგილობრივ თვითმმართელობებში არსებული მენეჯმენტის, მომსახურებების გაუმჯობესება და ახალი მომსახურებების შექმნა.
პროექტის ხანგრძლივობაა ორი წელი.
ხელფასი - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 3 ნოემბრიდან 2011 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 32)2401010.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige