სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა-დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
1. ზესტაფონის სამსახურის უფროსი
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მუშაობის გამოცდილება: 2-3 წელი
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.cra.gov.ge)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი)
- განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ცნობები წინა სამსახურებიდან ან შრომის წიგნაკის ამონაწერი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4).
2. ჩოხატაურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია მუშაობის გამოცდილება: 1-2 წელი
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.cra.gov.ge)
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი).
საბუთების მიღება წარმოებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა, ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge 2011 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 2 401010.