იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ღია,
გამჭვირვალე, თანამედროვე სტრუქტურაა, რომელიც ხალხს სწრაფ, გამარტივებულ
და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს. სამოქალაქო რეესტრის
სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. სააგენტო მუშაობს
სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპით. სამსახურის მიზანია მისი გრძელვადიანი
განვითარების პერიოდში სააგენტოს მომსახურებები იყოს კიდევ უფრო მოქნილი
და კომფორტული.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად წალკის და საგარეჯოს ტერიტორიულ სამსახურებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოქალაქეთა საბუთების ჩაბარება
- სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია
- მასალების დაარქივება
- დამისამართების პროექტში მონაწილეობა.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Windows, Word, Excel)
- სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური)
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.cra.gov.ge)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge 2012 წლის 9 თებერვლის
ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის
და რეგიონის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 2357972.