იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ღია, გამჭვირვალე, თანამედროვე სტრუქტურაა, რომელიც ხალხს სწრაფ, გამარტივებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. სააგენტო მუშაობს სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპით. სამსახურის მიზანია მისი გრძელვადიანი განვითარების პერიოდში სააგენტოს მომსახურებები იყოს კიდევ უფრო მოქნილი და კომფორტული.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
-თანამედროვე სამუშაო გარემო
-სამედიცინო დაზღვევა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს სიღნაღის და დედოფლისწყაროს სამსახურებში უფროსის ვაკანტურ თანამდებობებზე.
საკონკურსო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება)
-მუშაობის გამოცდილება: 2-3 წელი
-სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
-საოფისე პროგრამების ცოდნა
-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი:).
საბუთების მიღება წარმოებს ელექტრონულ ფოსტაზე:2012 წლის 15 თებერვლიდან 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის და რეგიონის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 2 357972.