სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) არის იუსტიციის სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია, საქართველოს მოქალაქეების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, მოქალაქეობა–მიგრაციის საკითხები, დოკუმენტების ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება. გარდა ზემო აღნიშნული ფუნქციებისა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო 2010 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ფუნქციას. კომისიის ამოცანა არის მიგრაციის მართვის სისტემის გაუმჯობესება და ამ სფეროში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის დონის ამაღლება. როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ: თანამედროვე სამუშაო გარემო სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო წევრის თანამდებობაზე. პოზიციის მოკლე აღწერა ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: - მიგრაციის სფეროში საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების ანალიზი. საკონკურსო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სახელმწიფო მართვის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა, საერთაშორისო სამართლის სფეროში. სასურველია: - მაგისტრის ხარისხი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 22 აგვისტოდან 2011 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა. ტელ: (+995 32)2401010 |
|





































