სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა–დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს რუსული ენის დისტანციური მთარგმნელის თანამდებობაზე.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფილოლოგიური განათლება (რუსული ენის სპეციალისტი)
- მთარგმნელობითი მუშაობის გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა
- განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა ¾)
საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 2 სექტემბრიდან 2011 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 32)2401010.