სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა–დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- კონკურენტული, თქვენი გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურება
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე.
პოზიციის მოკლე აღწერა:
- პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის პოზიცია ითვალისწინებს როგორც ბიზნეს სერვისების ასევე სისტემის არქიტექტურის ინიციატივებზე მუშაობას.
- ბიზნეს სერვისების ინიციატივებზე მუშაობისას პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის მოვალეობაა შესაბამისი პროექტების კოორდინაცია ტექნოლოგიური კუთხით, კერძოდ არქიტექტორი პასუხისმგებელია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესი წარმართოს მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებისა და წარმატებული პრაქტიკების გამოყენებით. არქიტექტორს გარკვეულწილად შეიძლება ასევე დაევალოს პროგრამული უზრუნველყოფის დაწერაში უშუალო მონაწილეობა.
- სისტემის არქიტექტურის ინიციატივებზე მუშაობისას პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორის მოვალეობაა ტექნოლოგიების სტრატეგიის განსაზღვრა, ტექნოლოგიების შეფასება და რეკონდაციების გაწევა, დეველოპერების დახმარება წარმატებული პრაქტიკების დანერგვაში (მათ შორის, თუ საჭიროა, არაფორმალური ტრეინინგების ჩატარებით). პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი ჩართული იქნება ერთდროულად რამოდენიმე პროექტსა თუ მიმდინარე აქტივობებში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- უხელმძღვანელოს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესს ტექნოლოგიური კუთხით, ჩართული უნდა იყოს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის ყველა ტექნიკურ აქტივობებში და დაეხმაროს დეველოპერებს წარმატებული პრაქტიკების დანერგვაში
- იმუშავოს სხვა ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთდ სააგენტოს ტექნოლოგიური სტარატეგიის შემუშავებაში და წარმატებულ განხორციელებაში
- ახალიდა არსებული სერვისების რედიზაინის მიზნით დამუშავებული ტექნიკური ამოცანების განხილვა, შეფასება, განხორციელების გზების გამონახვა
- ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება
- ტექნიკური სიახლეების სისტემატიური გაცნობა
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- სულ მცირე 5 წლიანი სამუშაო გამოდცილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- NET ტექნოლოგიის ექსპერტული ცოდნა
- WEB ტექნოლოგიების ექსპერტული ცოდნა
- SQL m/b პროგრამირების ენის ცოდნა
- მრავალდონიანი სისტემის არქიტექტურის შექმნის გამოცდილება
- გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების მართვის კუთხით
- პროგრამული განვითარების გარემოში (VisualStudio) მუშაობის გამოცდილება
- რელიაციულ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
- ბიზნეს-პროცესების მოდელირების გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
სასურველია:
- მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- 7+ წლიანი სამუშაო გამოდცილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
- Microsoft-ის სერტიფიკატები;
- Sharepoint
- BizTalk
- J2EE
შრომის ანაზღაურება (დარიცხული): 3000 – 5000 ლარი კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა
საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 3 ივნისიდან 2011 წლის 10 ივნისის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 32)357921 (22,23,72)