იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ღია, გამჭვირვალე, თანამედროვე სტრუქტურაა, რომელიც ხალხს სწრაფ, გამარტივებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. სააგენტო მუშაობს სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპით. სამსახურის მიზანია მისი გრძელვადიანი განვითარების პერიოდში სააგენტოს მომსახურებები იყოს კიდევ უფრო მოქნილი და კომფორტული.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა სარგებელი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აცხადებს კონკურსს ესპანური, პორტუგალიური, ჩეხური, ჩინური ენების რეზერვისტი მთარგმნელების თანამდებობაზე.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფილოლოგიური განათლება, ესპანური/პორტუგალიური/ჩეხური/ჩინური ენის სპეციალისტი;
- მთარგმნელობითი მუშაობის გამოცდილება (ტექნიკური თარგმანი);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- ავტობიოგრაფია/CV;
- განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ერთი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4).
საბუთების მიღება წარმოებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა, ან ელექტრონულ ფოსტაზე: 2011 წლის 29 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 2 357921, 2 357922, 2 357923.