იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ღია, გამჭვირვალე, თანამედროვე სტრუქტურაა, რომელიც ხალხს სწრაფ, გამარტივებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. სააგენტო მუშაობს სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპით. სამსახურის მიზანია მისი გრძელვადიანი განვითარების პერიოდში სააგენტოს მომსახურებები იყოს კიდევ უფრო მოქნილი და კომფორტული.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა სარგებელი
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს ქუთაისის, ახალციხის, ახალქალაქის, ზუგდიდის, თელავისა და მესტიის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სასურველია მუშაობის გამოცდილება 1-2 წელი
- საოფისე პროგრამების ცოდნა
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებ–გვერდი: )
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა
საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 21 ივნისიდან 2011 წლის 30 ივნისის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 322)357921; (+995 322)357922; (+995 322)357923.