სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა-დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
-სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს მბეჭდავის თანამდებობაზე:
მიმდინარე წლის ზაფხულიდან იგეგმება ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აცხადებს კონკურსს ელექტრონული პირადობის მოწმობების მბეჭდავის ვაკანტურ თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ცენტრის უფროსისაგან იღებს საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობების სუფთა ბლანკებს და პასუხისმგებელია მათ ხარჯვასა და შენახვაზე
- დადგენილი წესით აწარმოებს საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის ბეჭდვას
- ელექტრონული პირადობის მოწმობის ბეჭდვის წინ ათვალიერებს დასაბეჭდ მონაცემებს და შეუსაბამობის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ ატყობინებს ცენტრის უფროსს
- აწარმოებს დაბეჭდილი ელექტრონული პირადობის მოწმობების აღრიცხვას ჟურნალში
- საჭიროებისამებრ ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Outlook)
- ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი). საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 30 მაისის ჩათვლით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა, ან ელექტრონულ ფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 357972 (22, 23, 21).