სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აცხადებს კონკურსს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის დიზაინზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2011 წლის 1 დეკემბრამდე უნდა გამოაგზავნონ დიზაინის საკუთარი ვერსია მისამართზე: contact@cra.gov.ge ან მოიტანონ იგი სამოქალაქო რეესტრის ცენტრალურ ოფისში: თბილისი, წერეთლის გამზირი 67ა.
გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრემიით 5,000 ლარის ოდენობით.
საკონკურსო ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნება სოციალური ქსელის საშუალებით:
http://www.iamgeorgian.com
http://www.facebook.com/#!/GeoDiaspora
http://www.facebook.com/CRAGEORGIA
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ზოგადი მახასიათებლები:
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა უნდა იყოს ბუკლეტის ტიპის დოკუმენტი. იგი უნდა შედგებოდეს 20 გვერდისაგან. ყდის (წინა ყდა) გარე და შიდა გვერდზე, ასევე პირველ გვერდზე უნდა ფიქსირდებოდეს დოკუმენტის დასახელება (უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა), ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტის მეორე შიდა გვერდზე უნდა განთავსდეს მფლობელის პერსონალური მონაცემები. მესამე გვერდზე უნდა დაფიქსირდეს დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი და მფლობელის ხელმოწერა. შიდა გვერდებზე (მე-4 გვერდიდან მე-20 გვერდის ჩათვლით) ფონად გამოსახული უნდა იყოს:
- სახელმწიფო სიმბოლიკები;
- სიტუაციური სურათები ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ან/და ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული კერების (ლევილი, ფერეიდანი, საინგილო და ა.შ.) გამოსახულებებით;
- ქართული კულტურის ძეგლები.
სურათი მოთავსებული უნდა იყოს მომიჯნავე გვერდებზე მთლიანად, მაგ: მე-4 და მე-5 გვერდზე ერთი სურათი; ამასთანავე, ავტორს აქვს თავისუფლება თავად შემოგვთავაზოს დოკუმენტის გაფორმების საკუთარი ვერსია.
გასათვალისწინებელია, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობაში უნდა ფიქსირდებოდეს მფლობელის მონაცემები:
- სახელი, გვარი;
- დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
- დაბადების ადგილი;
-სამოქალაქო რეესტრის მიერ მინიჭებული სპეციალური ნომერი;
- პირადი ხელმოწერა;
- მოქალაქეობა;
- მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
- მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა;
- მოწმობის ნომერი;
- ფოტოსურათი.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის თითოეული გვერდის ელექტრონული ვერსიაც.
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ზომები (ზომები მოცემულია ბუკლეტის გახსნილ მდგომარეობაში): http://www.cra.gov.ge/tanamemamule/image_1.jpg
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები უნდა განთავსდეს დოკუმენტის მეორე და მესამე გვერდზე.
მონაცემების განთავსების შესაძლო ვარიანტები (არასრული):
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 401010
ელ. ფოსტა: contact@cra.gov.ge
ვებ-გვერდი: http://www.cra.ge