სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. უკანასკნელ წლებში ეფექტურად განხორციელებული რეფორმების საფუძველზე სრს საქართველოში ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად იქცა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალი ხარისხის მომსახურებებს სთავაზობს მოსახლეობას.
სრს-ს ძირითადი ფუნქციებია: მოსახელობის რეესტრის წარმოება, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია (დაბადება, ქორწინება, და სხვა.), პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის გაცემა (პირადობის მოწმობა, პასპორტი), მიგრაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, აპოსტილი და ლეგალიზაცია, და სხვა. გარდა აღნიშნული ფუნქციებისა, სრს ახორციელებს რამდენიმე პროექტს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს იურისტის თანამდებობაზე, შემდეგი საკონკურსო მოთხოვნებით:
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიულ სფეროში
- არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება კანონშემოქმედებით საქმიანობაში
- ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ცოდნა
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- რეზიუმე (CV)
- სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერენ რატომ არიან მოცემული თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატები
წინამდებარე ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის ფარგლებში, რომელსაც სრს ევროკავშირის ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის მიზანია ელექტრონული მმართველობის დანერგვის გზით ადგილობრივ თვითმმართელობებში არსებული მენეჯმენტის, მომსახურებების გაუმჯობესება და ახალი მომსახურებების შექმნა.
პროექტის ხანგრძლივობაა ორი წელი.
ხელფასი - გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 3 ნოემბრიდან 2011 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 32)2401010