სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა-დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობაზე:
ელექტრონული პირადობის მოწმობების ხარისხის შემმოწმებელი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- სკანერის მეშვეობით ამოწმებს დაბეჭდილი და ლამინირებული ელექტრონული პირადობის მოწმობების შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ელექტრონული პირადობის მოწმობების "უარყოფას" და მონაცემების დაბრუნებას ბეჭდვის რიგში, ხოლო დაწუნებულ ელექტრონული პირადობის მოწმობებს გადასცემს ცენტრის უფროსს, დაწუნების მიზეზის განმარტებით
- შემოწმებულ ელექტრონული პირადობის მოწმობებს ალაგებს გასაგზავნი ტერიტორიული სამსახურების მიხედვით და გადასცემს shipping-ის ოპერატორს
- საჭიროებისამებრ, ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Outlook).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი). საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 30 მაისის ჩათვლით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა, ან ელექტრონულ ფოსტაზე: . გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 357972 (22, 23, 21).