საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  გუდვილი  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  პროფკურორტი 
DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  ალგანი 
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საქართველოს უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  აიელსი  კავკასიის უნივერსიტეტი P/T/G  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  Oxford House  
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საგანმანათლებლო ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

ელექტრონული პირადობის მოწმობების მიწოდების სპეციალისტი

   კომპანია:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

   განთავსებულია:  24 მაი. 2011
   ბოლო ვადა:  30 მაი. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@cra.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა-დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.

როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:

- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს შემდეგ თანამდებობაზე:
ელექტრონული პირადობის მოწმობების მიწოდების სპეციალისტი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

- უზრუნველყოფს დაბეჭდილი და შემოწმებული ელექტრონული პირადობის მოწმობების დახარისხებას გასაგზავნი ტერიტორიული სამსახურების და გაცემის თარიღების მიხედვით
- ადგენს თითოეულ კონვერტში ჩადებული ელექტრონული პირადობის მოწმობების რეესტრს ორ ეგზემპლარად და ხელმოსაწერად გადასცემს ცენტრის უფროსს
- დახარისხებულ ელექტრონული პირადობის მოწმობებს შესაბამის რეესტრთან ერთად ალაგებს კონვერტებში
- უზრუნველყოფს დალუქული კონვერტების გადაცემას შესაბამისი მიმართულების კურიერისათვის, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელმოწერით
- აწარმოებს ცენტრის უფროსის და შესაბამისი კურიერის ხელმოწერით დამოწმებული გაგზავნილი ელექტრონული პირადობის მოწმობების რეესტრების არქივს
- საჭიროებისამებრ, ასრულებს ცენტრის უფროსის სხვა დავალებებს.

საკონკურსო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Outlook).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი). საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 30 მაისის ჩათვლით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა, ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 357972 (22, 23, 21).

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige