საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ბანკი რესპუბლიკა  შპს.   თეგეტა მოტორსი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  გუდვილი 
ალგანი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   ქეა  DMG WEST LINES  შ.პ.ს დიზაინ სითი 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  აიელსი  P/T/G  ინგლისური ენის სახლი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის უნივერსიტეტი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   Oxford House  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საქართველოს უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

ელექტრონული მოწმობების პროგრამისტი

   კომპანია:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

   განთავსებულია:  2 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  11 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@cra.gov.ge
   ტელეფონი:  (+995 32)2401010
   კატეგორია:

ინფორმაციული ტექნოლოგიები

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის  ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა–დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.

როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:

    - თანამედროვე სამუშაო გარემო
    - სამედიცინო დაზღვევა
    - პრემიები და სხვა ბენეფიტები

საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 2011 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოში მუდმივად ან დროებით მაცხოვრებელ უცხოელთათვის წარმოადგინა ახალი, ელექტრონული პირადობისა და ბინადრობის მოწმობები. ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს ორმაგი ინტერფეისის (კონტაქტური და უკონტაქტო) მქონე სმარტ-ბარათს და მისი დანიშნულებაა პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული და ვიზულური წარმოდგენა, საერთაშორისო სტანდარტის სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციის შესრულება, ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციის განხორციელება და დამატებითი ელექტრონული სერვისების წარმოდგენის შესაძლებლობა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისათვის.
ელექტრონული მოწმობის არქიტექტურაში ჩადებულია ელექტრონული სერვისების განვითარების უშრეტი პოტენციალი. ძნელია განისაზღვროს სპექტრი ფუნქციებისა, რომელიც აშნიშნულ საბუთს შეუძლია შეასრულოს ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული სერვიცებისა და ელექტრონული კომერციის ფარგლებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ საქართველოში წარმოდგენილი პირველი ასეთი ტიპის დოკუმენტი. შესაბამისად პროფესიული გამოცდილება და კომპეტენცია ამ ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გეგმავს აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სპეციალური ჯგუფის შექმნას. ჯგუფი შედგება როგორც ტექნიკური პერსონალისაგან (სისტემური ადმინისტრატორები, IT სპეციალისტები, პროგრამისტები), ასევე ბიზნეს ანალიტიკოსებისაგან და მარკეტინგის სპეციალისტებისაგან. ჯგუფის დანიშნულება იქნება შექმნას ელექტრონული მოწმობების გამოყენებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, განავითაროს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, მუდმივად აკონტროლოს შესაძლო საფრთხეები და პროგრამული თუ აპარატურული ხარვეზები, ეძებოს და შეისწავლოს გამოყენების ახალი საშუალებები და დაეხმაროს სახელმწიფო და კომერციულ სექტორს ინფრასტრუქტურის სწორ აწყობასა და განვითარებაში.
ჯგუფის საქმიანობა მთლიანად იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ტრენინგებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მოწყობილი სასწავლო ტურებით. გათვალისწინებულ იქნება რა ამ ჯგუფის არსებობის სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნისათვის, მისი საქმიანობა უზრუნველყოფილ იქნება სათანადო მხარდაჭერითა და ყურადღებით.

აღნიშნული ჯგუფის შექმნის ინიციატივის ფარგლებში სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს ელექტრონული მოწმობების პროგრამისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ვაკანსიების რაოდენობა: 4

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

- პროგრამისტი პასუხისმგებელი იქნება საბარათე აპლიკაციების შექმნაზე, როგორც ბარათზე მოსათავსებელი აპლეტების, ასევე Middleware და კრიპტო ბიბლიოთეკები სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისა (Microsoft Windows, MacOS, Linux) და პლატფორმებისათვის (Microsoft mini CSP, PKCS#11, Tokend);
- ვებ და დესკტოპ აპლიკაციებისათვის სპეციალიზირებული აპლეტებისა და პლაგინების რეალიზაციაზე;
- უკონტაქტო ინტერფეისის პროგრამირებაზე როგორც Native OS-ის ასევე MiFire ემულაციის ფარგლებში;
- პროგრამული მოდულების განახლებებზე სხვადასხვა საოპერაციო სისტემების განახლებისას;
- პროგრამული მოდულების საფრთხეების კონტროლზე და ამ საფრთხეების დროულ აღმოფხვრაზე;
- სხვა მომწოდებლების მიერ შექმნილი პროგრამული მოდულების კოდი უსაფრთხოების ანალიზსა და სერთიფიცირებაზე.

საკონკურსო მოთხოვნები:

    - უმაღლესი განათლება პროგრამირების დარგში
    - ინგლისური ენის ცოდნა
    - C/C++ და/ან Java პროგრამირების მინიმუმ 2 წლის გამოცდილება

სასურველია:

    - კრიპტოგრაფიისა და შესაბამისი მონაცემთა სტრუქტურების (ASN.1) საბაზისო ცოდნა
    - Windows dynamic link libraries (CSP და PKCS#11-იათვის) რეალიზაციის გამოცდილება
    - Linux shared objects (PKCS#11-ისათვის)რეალიზაციის გამოცდილება
    - Java Card პროგრამირების საბაზისო ცოდნა

       შემდეგი სპეციფიკაციების ცოდნა:

        - PKCS#11
        - PKCS#15
        - Microsofts Cryptographic Application Programming Interface (CAP)
        - Next-generation Microsoft Cryptographic API (CNG)
        - Smart Card Base Cryptographic Service Provider
        - Smart Card Minidriver Specification
        - SUN Java Card Specification
        - Global Platform Card Specification

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

    - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა

საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 2 სექტემბრიდან 2011 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 32)2401010.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige