იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ღია, გამჭვირვალე, თანამედროვე სტრუქტურაა, რომელიც ხალხს სწრაფ, გამარტივებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს სთავაზობს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. სააგენტო მუშაობს სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპით. სამსახურის მიზანია მისი გრძელვადიანი განვითარების პერიოდში სააგენტოს მომსახურებები იყოს კიდევ უფრო მოქნილი და კომფორტული.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს თბილისის ცენტრალურ არქივში სპეციალისტის თანამდებობაზე (ანაზღაურება: 480 ლარი).
უფლება-მოვალეობები:
-უზრუნველყოფს ფოსტით და ელექტრონული ფორმით შემოსული კორესპონდენციის დროულ შესრულებას
-უზრუნველყოფს ტერიტორიული სამსახურებიდან შემოსული შეტყობინებების საფუძველზე ცვლილებების შეტანას სააქტო ჩანაწერებში და მათ დიგიტალიზაციას.
-უზრუნველყოფს საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტების მოკვლევას, მოძიებას, ანალიზს
-დადგენილ ვადებში ინდივიდუალური სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა, აგრეთვე ხელმძღვანელ პირთა მითითებებისა და დავალებების დროული შესრულება
-საბუთების ფაილინგი.
საკონკურსო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
-რუსული ენის ცოდნა.
დამატებით:
-მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
-პრობლემის გადაჭრის გზების დამოუკიდებლად მოძებნის უნარი
-გუნდური მუშაობის უნარი
-დეტალების მიმართ ორიენტირებულობა
-პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
-წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა (იხილეთ დანართი). საბუთების მიღება წარმოებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. 67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: 2012 წლის 23 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: 2 357972.