სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების, ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა–დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.
როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:
- თანამედროვე სამუშაო გარემო
- სამედიცინო დაზღვევა
- პრემიები და სხვა ბენეფიტები
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკონკურსო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია შრომითი ფსიქოლოგია).
- არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- ტრენინგების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა.
საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 27 სექტემბრიდან 2011 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 32)2401010.