საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  გუდვილი  შ.პ.ს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
ქეა  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  შპს.   ბანკი რესპუბლიკა 
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  აიელსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  One World   საქართველოს უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  
ინგლისური ენის სახლი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  P/T/G 
   ვაკანსია:

საერთაშორისო პროექტების მენეჯერი

   კომპანია:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო

   განთავსებულია:  27 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  1 ივლ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  hr@cra.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, ერთიანი, დაცული და მუდმივად განახლებადი დაწესებულებაა, რომლის დანიშნულება ხალხის სამსახურია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო დაწესებულების ცნობადობა მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სააგენტო მოწოდებულია მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება მის  ყველა მომხმარებელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პერსონალის შერჩევა–დაქირავება და საკადრო რეზერვის შექმნა.

როგორც სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელს თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ:

- თანამედროვე, კომფორტული სამუშაო გარემო;
- სამედიცინო დაზღვევა;
- პრემიები და სხვა ბენეფიტები.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (სრს) აცხადებს კონკურსს საერთაშორისო პროექტების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

საკონკურსო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, ტექნიკური ან მენეჯმენტის  მიმართულებით);
- მენეჯერული თვისებები;
 -ორგანიზაციული მართვის უნარი;
- დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უარი;
- სამართლებრივი აზროვნების უნარი;
- აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
- საუკეთესო საკომუნიკაციო უნარ–ჩვევები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კონკრეტული პრობლემური სიტუაციების გაანალიზების, შეფასებისა და  გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
- პრინციპულობა და მიზანდასახულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონეზე);
- საინფორმაციო ტექნოლოგიების ზოგადი საფუძვლების ცოდნა.

მოვალეობები:

- განსაკუთრებული მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელობა და ეფექტური მართვა;
- საერთაშორისო პროექტებით გათვალისწინებული IT პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;
- საერთაშორისო პროექტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
- პროექტით გათავლისწინებულ ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორთიერთობა და კოორდინაცია;
- ID ბარათისა და ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრების ორგანიზაციული ხელმძღვანელობა და მართვა საერთაშორისო პროექტებით გათვალისწინებულ ფარგლებში;
- CA (ელექტრონული სერთიფიცირების ცენტრის) ინფრასტრუქტურის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში;
- საერთაშორისო პროექტების ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაში წარმოქმნილი პრობლემების აღრიცხვა და ანალიზი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

- სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამუშაოს მაძიებლის ანკეტა და ფოტოსურათი

საბუთების მიღება წარმოებს 2011 წლის 27 ივნისიდან  2011 წლის  1 ივლისის 16 საათამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში. (მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. #67ა) ან ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cra.gov.ge . გთხოვთ, სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს,  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
ტელ: (+995 322)357972; (+995 322)357921 ; (+995 322)357922; (+995 322)357923

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige