საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შპს.   DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ალგანი  პროფკურორტი  ქეა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   შირნჰოფერი  შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  გუდვილი 
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  აიელსი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  One World  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  
ბიდისი აკადემია  კავკასიის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინგლისური ენის სახლი  P/T/G  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   Oxford House 
   ვაკანსია:

ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - რუსთავი

   კომპანია:

სამოქალაქო განვითარების სააგენტო-CiDA

   განთავსებულია:  18 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  26 აგვ. 2011
   მდებარეობა:  რუსთავი
   ხელფასი:  0
   ელ. ფოსტა:  zviad@cida.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტენდერი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) აცხადებს კონკურსს "რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე" და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

"რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფრის სარეაბილიტაციო სამუშაოები" განხორციელდება თვითმმართქველი ქალაქი რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით და საქართველოში იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია, თვითმმართველი ქ. რუსთავის თვითმმართველობის ბალანსზე არსებული მუხუცებულთა თავშესაფრის კოსმეტიკური რემონტის, არსებული შენობის მიმდებარედ მდგარი შენობის რეაბილიტაციისა და დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო) რეაბილიტაციის მიზნით საუკეთესო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გამოვლენა.

საკონკურსო წინადადებით წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე და ხელმოწერილი უნდა იყოს შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

საკონკურსო წინადადების მიღება მთავრდება 2011 წლის 26 აგვისტოს, 18:00 საათზე.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო წინადადება უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: zviad@cida.ge, ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1. ტელ: 8 341 25 88 22.

კონკურსანტმა საკონკურსო წინადადებაში უნდა მიუთითოს:

-საკონკურსო წინადადების ფასი (დღგ-ს ჩათვლით), წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ლარში;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტი არ არის დღგ-ს გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი საკონკურსო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე.

-გასაწევი მომსახურების სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. არსებული (ექსპლუატაციაში მყოფი) შენობის კოსმეტიკური რემონტისა და გაციება-გათბობის სისტემის;
2. არსებული (ექსპლუატაციაში მყოფი) შენობის მიმდებარე აუთვისებელი შენობის რეაბილიტაციის (სადაც შესაძლებელი გახდება 30-32 ადამიანის საძინებლით უზრუნველყოფა);
3. შენობებს შორის მდებარე სამზარეულოს რეაბილიტაცია.

პროექტი ესკიზებით, ფოტოებითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით.

-ინფორმაცია კონკურსანტის მიერ მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილების შესახებ.
-რეკვიზიტები (დანართი 1) და ხარჯთაღრიცხვა (დანართი 2).
-სამუშაოს განხორციელების ვადები.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დარეგისტრირებულ იურიდულ პირებს (შპს, ინდივიდუალური მეწარმე და სხვა). დასაშვებია საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 40%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტია.

"რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფრი" მდებარეობს მისამართზე:

ფალიაშვილის 12ა

დანართები:

დანართი N 1

1. რეკვიზიტები:

-პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება;
-ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა;
-პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
-საიდენტიფიკაციო კოდი;
-პრეტენდენტის ტელეფონის ნომერი;
-ელექტრონული მისამართი;
-ბანკის დასახელება და კოდი;
-ანგარიშის ნომერი.

2. შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი:

დანართი N 2:

შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფორმა:
შესასრულებელი სამუშაოები:

-სახურავის შეცვლა - რეაბილიტაცია;
-გარე და შიდა კედლების დამუშავები-შეღებვა;
-არსებულ შენობაში მინიმუმ 10 საძინებლის განთავსება;
-მეტალო-პლასმასის ფანჯრების და კარებების ჩაყენება;
-იატაკის შეკეთება, ლამინატის დაგება;
-სველი წერტილები (მეტლახი, კაფელი, შეკიდული ჭერი);
-გარე და შიდა ელექტრო გაყვანილობა;
-საკანალიზაციო სისტემა;
-დამხმარე შენობაში სამზარეულოს მოწყობა;
-არსებულ შენობაში კონდენცირების სისტემის მოწყობა;
-არსებული შენობის კოსმეტიკური რემონტი.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige