საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა  შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.   DMG WEST LINES 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  გუდვილი  შირნჰოფერი  თეგეტა მოტორსი  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  One World   P/T/G  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი საგანმანათლებლო ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ბიდისი აკადემია  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   
კავკასიის უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

იურისტი

   კომპანია:

სამოქალაქო განვითარების სააგენტო-CiDA

   განთავსებულია:  5 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  16 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  რუსთავი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  zviad@cida.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (CiDA) არის აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს რუსთავში დაფუძნდა. "CiDA" მხარს უჭერს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ტოლერანტობის პრინციპების განხორციელებას ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

პროექტი "სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში" მხარდაჭერილია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის (EPF) მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსებით.

პროექტის მოცანებია:

- იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიისა და იმპლემენტაციის მონიტორინგი და ანალიზი;
- იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა;
- იურიდიული დახმარების სფეროში რეგიონული ქსელის შექმნის ხელშეწყობა.

პროექტის კომპონენტები:

ამოცანა 1. იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიისა და იმპლემენტაციის მონიტორინგი და ანალიზი:

- იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება
- იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის კვლევა-მონიტორინგი

ამოცანა 2. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობა:

- მონიტორინგისა და სტრატეგიის ანალიზის შედეგების პრეზენტაცია უფასო იურიდიული დახმარების მონიტორინგის საბჭოს სხდომაზე
- მრგვალი მაგიდის ორგანიზება მონიტორინგისა და სტრატეგიის ანალიზის შედეგების გაცნობის მიზნით
- ადგილობრივ მედიაში იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გაშუქება.

ამოცანა 3. იურიდიული დახმარების სფეროში რეგიონული ქსელის წახალისება:

- იურიდიული დახმარების სფეროში რეგიონული ქსელის ჩამოყალიბება
- რეგიონული ქსელის შეხვედრების ორგანიზება.

პოზიციის დასახელება: იურისტი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რუსთავი
საქმიანობის არეალი: აღმოსავლეთ საქართველო
პოზიციის ტიპი: სრული შტატი (1 შტატი)

პოზიციის აღწერა:

- ფასილიტაცია გაუკეთოს იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ანალიზსა და რეკომენდაციების მომზადების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. ასევე, საკუთარი პროფესიული წვლილი შეიტანოს ანალიზის პროცესში;
- სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ხარისხობრივი კვლევისთვის;
- ფასილიტაცია გაუკეთოს უფასო იურიდიული დახმარების სფეროთი დაინტერესებული პირების/ორგანიზაციების რეგიონულ შეხვედრებს უფასო იურიდულ დახმარებაზე;
- სხვა, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები.

კვალიფიკაცია, უნარები, გამოცდილება:

სავალდებულო:

- უნივერსიტეტის დიპლომი იურიდიულ, სამართლის სფეროში.
- მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიულ სფეროში;
- უფასო იურიდიული დახმარების სფეროს ცოდნა;
- შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება;
- პრეზენტაციისა და ანგარიშგების უნარი.

სასურველია:

- საცხოვრებელი ადგილი იყოს რუსთავი;
- იცნობდეს, ან ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

რეგიონებში მუშაობის/გადაადგილების უნარი, დაგეგმარება და ორგანიზება, ადაპტაცია, ინოვაცია, ინფორმაცის მოგროვება, ურთიერთობების ჩამოყალიბება, მონიტორინგი, მრავალფეროვნება, განვითარება, შედეგზე ორიენტირება, გუნდური მუშაობა, სტაბილურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV (თანდართული ფორმით) და მოტივაციის წერილი ქართულად, მისამართზე: zviad@cida.ge არა უგვიანეს 2011 წლის 16 ოქტომბრისა.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige