სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) არის აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა. CiDA მხარს უჭერს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ტოლერანტობის პრინციპების განხორციელებას ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
პროექტი "ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისთვისთვის სამხრეთ კავკასიაში" (JOIN) არის სამწლიანი პროექტი, რომელიც დაფინასებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ. პროექტს ახორციელებენ "CARE ავსტრია" და "CARE საერთაშორისო კავკასიაში", პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაიწყო 2011 წლის 1 დეკემბერს და დასრულდება 2014 წლის 31 ოქტომბერს.
პროექტი მიმართულია შექმნას ღარიბი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ განვითარების ხელშემწყობი გარემო - მონაწილეობითი დაგეგმვის, გაუმჯობესებული თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებით, ადგილობრივ მოსახლეობას, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის.
პროექტი ფასილიტაციას გაუწევს:
ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის და კერძო სექტორის წარმომადგენლების ჩართვას ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ადგილობრივ დონეზე დაწერენ და განახორციელებენ გეგმებს მდგრადი სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის; ჩამოაყალიბებენ ბიზნეს განვითარების/საინფორმაციო ცენტრებს სამიზნე რეგიონებში (BDICs), რათა უზრუნველყონ ტრენინგების და ბაზრის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ინტერესთა ჯგუფებისთვის; კოორდინაციას გაუწევენ ეროვნული და ადგილობრივი დონის ინსტიტუციების თანამშრომლობას.
პოზიციის დასახელება: კოორდინატორი
პოზიციის ადგილმდებარეობა: რუსთავი
საქმიანობის არეალი: ძირითადი: საქართველო - ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი; დამატებითი: სომხეთი - ლორი, ტავუში და შირაქი
პოზიციის ტიპი: სრული შტატი (1 შტატი)
პოზიციის აღწერა:
-მონაწილეობითი სოციალურ-ეკონომიკური დაგეგმარების კონცეფციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
-ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ბენეფიციარ მუნიციპალიტეტებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ფასილიტაცია;
-სამუშაო ჯგუფების ტრენინგ საჭიროებების ანალიზი;
-სამუშაო ჯგუფების ტრენინგის განხორციელების ფასილიტაცია;
-მონაწილეობითი სოციალურ-ეკონომიკური დაგეგმარების ფასილიტაცია (სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება, მონაწილეობა, პროცესის ტექნიკური და საინფორმაციო უზრუნველყოფა);
-მონაწილეობითი სოციალურ-ეკონომიკური გეგმების განხორციელებისათვის მულტისექტორული დიალოგისა და კავშირის პროცესის უზრუნველყოფა.
-მონაწილეობითი სოციალურ-ეკონომიკური გეგმებიდან იმ საკითხების გამოკვეთა, რომელთა გადამისამართება უნდა მოხდეს ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე;
-რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების ფასილიტაცია მუნიციპალიტეტებში და შეხვედრების ორგანიზება;
-ადვოკატირება და სხვა ტიპის საქმიანობები.
კვალიფიკაცია, უნარები, გამოცდილება:
სავალდებულო:
-უნივერსიტეტის დიპლომი პოლიტიკის/ეკონომიკის სფეროში.
-მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
-შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა;
-ადვოკატირების სტრატეგიებისა და კამპანიების დაგეგმვა/განხორციელების გამოცდილება;
-კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება;
-პრეზენტაციისა და ანგარიშგების უნარი.
სასურველია:
-საცხოვრებელი ადგილი იყოს რუსთავი;
-იცნობდეს ან ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
-ანალიტიკური ანგარიშგების უნარი;
-მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და შესაბამისი გამოცდილება.
უნარები:
რეგიონებში მუშაობის/გადაადგილების უნარი, დაგეგმარება და ორგანიზება, ადაპტაცია, ინოვაცია, ინფორმაცის მოგროვება, ურთიერთობების ჩამოყალიბება, მონიტორინგი, მრავალფეროვნება, განვითარება, შედეგზე ორინეტირება, გუნდური მუშაობა, სტაბილურობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV (თანდართული ფორმით) და მოტივაციის წერილი ქართულად, მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 10 თებერვლისა.